Thursday, April 21, 2016

მე-9 დღის რეფლექსია

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე იყო,მნიშვნელოვანი ,რადგან ჩვენი შრომის შედეგების პრეზენტაციები მოვახდინეთ.პროექტები ძალზედ საინტერესოები აღმოჩნდა.
მადლობა ტრენერ თეონა ლოთიკაშვილს ,რომელმაც არ დაიშურა ძალისხმევა და მაქსიმალურად კარგად და გასაგებად შეგვასწავლა პროექტზე მუშაობა.

ჩემი პროექტი

საქართველოს კუთხეები

Wednesday, April 20, 2016

მე-8 დღის რეფლექსია.

   
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე , შევქმენით შეფასების რუბრიკები და სქემები
საინტერესო დისკუსია გაიმართა.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

Wednesday, April 13, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,გავეცანი დიფერენცირებული სწავლების შეფასების პრაქტიკულ კითხვარს და შევავსე ის.შევაფასე მოსწავლეთა წინარე ცოდნა. მოსწავლეები გავანაწილე დიფერენცირებულ ჯგუფებში და  დავსახე მათთან მუშაობის გეგმები.

Monday, April 11, 2016

მე-6 დღის რეფლექსია

დღესაც საინტერესო სესია იყო.ვისწავლე საავტორო უფლებების დაცვა და გადმოწერა,შევიტანე საავტორო უფლებები დოკუმენტში.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი სლაიდებით.გადმოვწერე ვიდეო და აუდიო მასალა.შევიმუშავე მიზნები და ამოცანები.

Wednesday, April 6, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ,როგორიც არის შეფასების მიზნები და რუბრიკები.საინტერესო განხილვა იყო.აზრთა სხვადასხვაობამ მიგვიყვანა კონსენსუსამდე.მადლობა ტრენერს ,რომ დისკუსია სწორად წარმართა.

Monday, April 4, 2016

მე-4 დღის რეფლექსია

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგით ,რომელიც პროექტით სწავლებას ეხება.
ბევრი ახალი და საინტერესო რამ ვისწავლე, მაგალითად როგორიც არის ბუკლეტის დამზადება, პროექტის გეგმის შედგენა. საინტერესო დისკუსიის მომსწრენი გავხდით.
იმედი მაქვს შემდეგი დღეებიც ასეთივე ხალისიანი და პროდუქტიული იქნება...